7 დაღუპული, 100-მდე დაშავებული, მათ შორის, 22 ბავშვი - ხარკოვის დაბომბვის შედეგები

31.08.24 09:57
7 დაღუპული, 100-მდე დაშავებული, მათ შორის, 22 ბავშვი - ხარკოვის დაბომბვის შედეგები

რუსეთის იერიში უკრაინაზე - ხარკოვში დაშავებულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. მათგან 22 ბავშვია. დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის 14 წლის გოგონაც. 

რუსულმა ძალებმა ხარკოვში, 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორია 30 აგვისტოს, შუადღის საათებში დაბომბეს. შედეგად ხანძარი გაჩნდა და კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. მოხდა 160 ადამიანის ევაკუაცია. 

ამ დროისათვის ცეცხლი ლიკვიდირებულია, თუმცა სამაშველო სამსახურები შემთხვევის ადგილზე მუშაობას აგრძელებენ. 

ასევე მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული კიევში.

მსგავსი სიახლეები