ზელენსკიმ საჰაერო ძალების მეთაური გაათავისუფლა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კიევმა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნა და უკრაინის საჰაერო ძალების პილოტის, ოლექსი მესის გარდაცვალება დაადასტურა.
„გადავწყვიტე შევცვალო უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური. უსაზღვროდ მადლობელი ვარ ყველა ჩვენი სამხედრო მფრინავის, ინჟინრების, მობილური სახანძრო ჯგუფების ჯარისკაცებისა და საჰაერო თავდაცვის ეკიპაჟების. ყველას, ვინც ნამდვილად იბრძვის უკრაინისთვის - შედეგისთვის. და ეს აუცილებელია გუნდურ დონეზეც – უნდა გავძლიერდეთ. იზრუნეთ ხალხზე. დაიცავით პერსონალი. გაუფრთხილდით ყველა ჩვენს მეომარს“, - ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის მოვალეობებს დროებით ანატოლი კრივონოჟკო შეასრულებს.