ICC: მონღოლეთის ხელისუფლებამ პუტინი უნდა დააკავოს, თუ ის იქ ჩავა
დააკავებს თუ არა მონღოლეთის ხელისუფლება ვლადიმერ პუტინს? ქვეყანაში, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრია და რომელსაც უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული, რუსი დიქტატორი ვიზიტს სამ სექტემბერს გეგმავს.
თუ ეს ვიზიტი შედგება, მონღოლეთის ხელისუფლებას სასამართლო მისი ვალდებულების შესრულებას თხოვს. განცხადება ამის შესახებ „ბი ბი სისთან„ ინტერვიუში სამართლოს პრესსპიეკრმა გააკეთა.
ფადი ელ-აბდალამ გამოცემას უთხრა, რომ, მონღოლეთს, ისევე როგორც ICC-ის სხვა წევრებს, აქვთ „სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულება“ და ეს ეხება დაკავების ორდერებსაც, მათ შორის პუტინის წინააღმდეგ.