რუსმა ოკუპანტებმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანეს
რუსმა ოკუპანტებმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანეს. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, სვიატოშინსკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, 4 მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ასევე ცეცხლი გაუჩნდა ორსართულიანი საწყობის შენობას. მეხანძრეებმა ხანძარი 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩააქრეს.
გარდა ამისა, მეხანძრეებმა მეტროსადგურის შესასვლელთან, 20 კვ.მ ფართობზე ხანძარი ჩააქრეს, დაწესებულებებში ხანძარი ლიკვიდირებულია“, - ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.