თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ამობრუნდა - დაღუპულია 14 ადამიანი
თურქეთის დასავლეთით, ქალაქ ბალიქესირის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ამობრუნდა. ავარიის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 11 მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.
ბოლო ორი დღის განმავლობაში თურქეთში სამგზავრო ავტობუსის ეს უკვე მეორე მასშტაბური ავარიაა.
შაბათს თურქეთის პროვინცია მანისაში მომხარ ავარიას 9 ადამიანი ემსხვერპლა და 30 დაშავდა.