რუსეთი გაუმკლავდება უკრაინელ ბანდიტებს კურსკის ოლქში - პუტინი

02.09.24 16:31
რუსეთი გაუმკლავდება უკრაინელ ბანდიტებს კურსკის ოლქში - პუტინი

"რუსეთი გაუმკლავდება უკრაინელ ბანდიტებს კურსკის ოლქში, რომლებიც ცდილობდნენ სიტუაციის დესტაბილიზაციას სასაზღვრო რაიონებში" - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებაზე და საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე.

მათი გათვლა იყო, შეეჩერებინათ ჩვენი შეტევითი მოქმედებები დონბასში მთავარ მონაკვეთებზე. შედეგი ცნობილია - ხალხი განიცდის რთულ განსაცდელებს, განსაკუთრებით კურსკის ოლქში, მაგრამ მთავარი ამოცანა, რომელიც მტერმა დაისახა, იყო დონბასში ჩვენი შეტევის შეჩერება, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს. მეტიც, დონბასში შეტევის ასეთი ტემპი დიდი ხანია არ გვქონია.

ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი ამაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, უნდა გავუმკლავდეთ ამ ბანდიტებს, რომლებიც შევიდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კერძოდ, კურსკის ოლქში, სასაზღვრო ზონაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებით“, - აღნიშნა პუტინმა.