რუსებს შესაძლოა, ფინეთში ქონების შეძენა აეკრძალოთ - მთავრობის ინიციატივა
ფინეთის მთავრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. თავდაცვის მინისტრი თვლის, რომ ამ ნაბიჯით ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება უფრო მეტად იქნება დაცული.
რეგულაციები მიზნად ისახავს ფინეთის წინააღმდეგ შესაძლო მტრული გავლენის თავიდან აცილებას“, – აცხადებს ენტი ჰაკანენი.
ინიციატივის მიხედვით, აკრძალვა არ შეეხებათ პირებს, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და იმ რუსებს, რომლებსაც მუდმივი საცხოვრებელი აქვთ ფინეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.