"კურსკის რეგიონში ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს" - ზელენსკი

02.09.24 19:05
"კურსკის რეგიონში ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 

ზელენსკიმ ზაპოროჟიეში სამუშაო ვიზიტის დროს ისიც აღნიშნა, რომ პოკროვსკის და ტორეცკის მიმართულებით გარკვეული სირთულეები არსებობს, რომელმაც შესაძლოა, გავლენა კურსკის ოპერაციაზეც იქონიოს. 

კურსკის ოპერაცია ასრულებს თავის ამოცანებს და ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით. რაც შეეხება პოკროვსკის და ტორეცკის მიმართულებით არსებულ სირთულეებს, მიგვაჩნია, რომ კურსკის ოპერაციამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამაზე", - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები