რუმინეთი უკრაინას პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

უკრაინას რუმინეთისგან პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემები გადაეცემა - რუმინეთის სენატის გადაწყვეტილებით, საკითხი პარლამენტს გადაუდებელი კენჭისყრისთვის უკვე გადაეცა.
მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, რუმინეთს უკრაინისთვის პატრიოტების სისტემები ჯერ კიდევ ივნისში უნდა გადაეცა, თუმცა პროცესის დაწყებამდე ოფიციალურმა ბუქარესტმა სისტემების მისაწოდებლად მოკავშირეებს მიმართა.