აშშ-მა ახალი რუსული ატომური იარაღის განლაგების სავარაუდო ადგილს მიაგნო - Reuters
საერთაშორისო გამოცემა Reuters-ი ორ ამერიკულ მკვლევარზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი რუსული ატომური იარაღის, ფრთოსანი რაკეტებისა და 9M370 Burevestnik-ის განლაგების სავარაუდო ადგილს მიაგნო.
როგორც Reuters-ი წერს, ობიექტი მოსკოვის ჩრდილოეთით, დაახლოებით 475 კილომეტრში მდებარეობს და მკვლევრებმა ახალი რაკეტების განლაგების ადგილს Planet Labs-ის მიერ 26 ივლისს გადაღებული სურათების გამოყენებით მიაგნეს.