ჩინეთში სკოლის ავტობუსი ხალხის მასაში შევარდა - არიან დაღუპულები

03.09.24 10:35
ჩინეთში სკოლის ავტობუსი ხალხის მასაში შევარდა - არიან დაღუპულები

ჩინეთში, შანდონგის პროვინციაში სკოლის ავტობუსი ხალხის მასაში შევარდა - დაღუპულია 10-ზე მეტი ადამიანი, 12 პირის გადარჩენას კი ექიმები ამ წუთებშიც ცდილობენ. ცნობილია, რომ დაღუპულებს შორის 5 მოსწავლეა და 6 მშობელი.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსი მოსწავლეებსა და მშობლებს დაეჯახა, როდესაც ისინი ქალაქ ტაიანში, სკოლის კარიბჭესთან იდგნენ.

BBC-ს ცნობით, ინციდენტი სკოლასთან მოხდა, როდესაც მშობლებმა ბავშვები გაკვეთილებზე მიიყვანეს.  ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ მძღოლმა ავტობუსზე „კონტროლი დაკარგა“. დაწყებულია გამოძიება.

მძღოლი დაკავებულია.