ორბანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხში მტრის გუნდში თამაშობს - ცაჰკნა

03.09.24 15:01
ორბანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხში მტრის გუნდში თამაშობს - ცაჰკნა

ვიქტორ ორბანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხში მტრის გუნდში თამაშობს - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

ცაჰკნას მიაჩნია, რომ ორბანი თავის ამომრჩეველს უნგრეთში სრულიად განსხვავებულად ესაუბრება, ვიდრე ეს ევროპასთან იყო შეთანხმებული.

სამწუხაროდ, აქ ორბანმა ნამდვილად დაიწყო თამაში მოწინააღმდეგის გუნდში, - თქვა მან.


 

ჟურნალისტებმა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს ჰკითხეს, რატომ არ შეუძლია ამის გაკეთება ევროკავშირს, რომელსაც ამჟამად უნგრეთი თავმჯდომარეობს, რაზეც ცაჰკნამ უპასუხა, რომ ევროკავშირს „კიდევ შეუძლია რაღაცის გაკეთება“.

დაწყებულია ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა, რაც ნიშნავს წევრი სახელმწიფოს ხმის უფლების შეჩერებას. არ მჯერა, რომ ეს მოხდება, რადგან ამას 26-ვე ქვეყნის თანხმობა სჭირდება, მაგრამ მაინც გვინდა, რომ უახლოეს მომავალში შევქმნათ სიტუაცია, სადაც 21 ქვეყანა შეძლებს ამ პროცესში წინსვლას,- აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.