პოლტავაზე რუსების თავდასხმის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა - რეგიონში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული

03.09.24 16:37
პოლტავაზე რუსების თავდასხმის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა - რეგიონში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული

პოლტავაზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა - ამის შესახებ პოლტავას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ფილიპ პრონინმა სოციალურ ქსელში დაწერა.

დიდი ტრაგედია პოლტავას რეგიონისთვის და მთელი ქვეყნისთვის. მტრის თავდასხმას 41 სიცოცხლე შეეწირა. დაშავდა 180-ზე მეტი ადამიანი. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებსა და მეგობრებს. ხვალიდან რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდება“, - წერს ის.

ცენტრალური უკრაინის ქალაქზე რუსეთმა მასშტაბური სარაკეტო იერიში დღეს მიიტანა. ბალისტიკური რაკეტებით სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულება და საავადმყოფო დაბომბეს.

მსგავსი სიახლეები