მონღოლეთში განმარტავენ, რატომ არ დააკავეს ვლადიმერ პუტინი

03.09.24 18:30
მონღოლეთში განმარტავენ, რატომ არ დააკავეს ვლადიმერ პუტინი

მონღოლეთმა ვერ შეასრულა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრძანება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ, რადგან ქვეყანა რუსეთზეა ენერგეტიკულად დამოკიდებული“ -  ამის შესახებ მონღოლეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.

მონღოლეთს ნავთობპროდუქტების 95%-ს და ელექტროენერგიის 20%-ზე მეტს ჩვენი უშუალო მეზობლებიდან შემოაქვს (მათ შორის მხოლოდ ორია: რუსეთი და ჩინეთი) ეს მარაგი გადამწყვეტია ჩვენი და ჩვენი ხალხის არსებობის უზრუნველსაყოფად“, - აცხადებენ მონღოლეთის მთავრობაში.

ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, მონღოლეთი “ყოველთვის იცავდა ნეიტრალიტეტის პოლიტიკას დიპლომატიურ ურთიერთობებში, რასაც ქვეყნის მაღალჩინოსნების მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს.“

მას შემდეგ, რაც 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ეს არის რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც ამ სასამართლოს წევრია.