სამმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა - სტეფანჩუკი

03.09.24 20:24
სამმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა - სტეფანჩუკი

“უკრაინის უმაღლეს რადაში ერთდროულად სამი მინისტრის გადადგომის შესახებ შემოვიდა განცხადება “- ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს - უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრებმა.

ასევე, განცხადება მიღებული იქნა უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის თავმჯდომარისგან ვ.ს. კოვალისგან. ყველა განცხადება განიხილება ერთ-ერთ უახლოეს პლენარულ სხდომაზე", - დასძინა სტეფანჩუკმა.

 

მსგავსი სიახლეები