პოლტავაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა
პოლტავაში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა, დაშავებულია 219 ადამიანი.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ბალისტიკური რაკეტით დარტყმა კავშირგაბმულობის სამხედრო ინსტიტუტისა და საავადმყოფოს შენობებზე განხორციელდა. დარტყმის დროს ინსტიტუტში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
პოლტავას რეგიონში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.