ყველა, ვინც უკრაინას საჰაერო თავდაცვაში ეხმარება, სიცოცხლის ჭეშმარიტი დამცველია - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ლვოვსა და კრივოი როგზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას გამოეხმაურა.
რუსული რაკეტები ჩვენი ქალაქებისა და ხალხის წინააღმდეგაა, ამ დროისთვის ლვოვზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი - 14 წლის გოგონაა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, - აღნიშნა ზელენსკიმ Telegram-ზე.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ ლვოვში რუსული თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები დაზიანდა.
კრივოი როგზე რუსული თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, დანგრეულია სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა, ვინც მსოფლიოში უკრაიბას საჰაერო თავდაცვაში ეხმარება, სიცოცხლის ჭეშმარიტი დამცველია.
ყოველი ჩვენი პარტნიორი მსოფლიოში, რომელიც ეხმარება უკრაინას საჰაერო თავდაცვაში, არის სიცოცხლის ჭეშმარიტი დამცველი და ყველა, ვინც არწმუნებს პარტნიორებს, რომ უკრაინას მეტი დახმარება მისცენ, რათა ტერორზე სამართლიანად უპასუხოს, მუშაობს ზუსტად ასეთი რუსული ტერორისტული თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. უკრაინულ ქალაქებზე ტერორი უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.