ზელენსკი მინისტრთა კაბინეტის ცვლილებაზე - დღეს უკრაინას ახალი ენერგია სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებისთვის, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები საჭიროა
მე უკვე ვისაუბრე ჩვენი მინისტრთა კაბინეტის, მრავალი სამინისტროს გადატვირთვაზე, ძალიან მადლობელი ვარ მინისტრების და მინისტრთა კაბინეტის მთელი გუნდის, რომლებიც მუშაობდნენ უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, დღეს უკრაინას ახალი ენერგია სჭირდება.
შეგახსენებთ, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებები წარადგინეს ორმა ვიცე-პრემიერმა და ოთხმა მინისტრმა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.