პოლტავაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 53 - მდე გაიზარდა
პოლტავაში, საგანმანათლებლო დაწესებულებაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 300-მდე ადამიანი, თუმცა არ არის გამორიცხული მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა ექვსსართულიანი სასწავლო კორპუსი, დაზიანდა სამი საცხოვრებელი კორპუსი, ხუთი კერძო სახლი და საოფისე შენობა.