გერმანიამ უკრაინისთვის 17 IRIS-T სისტემა შეუკვეთა

გერმანიამ უკრაინისთვის 17 IRIS-T სისტემა შეუკვეთა - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
შოლცის თქმით, საუბარია რვა საშუალო მანძილის სისტემაზე (SLM) და კიდევ ცხრა ახლო მანძილის სისტემაზე (SLS).
ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის 6 IRIS-T სისტემის შეძენას მნიშვნელოვანი როლი ექნება საჰაერო თავდაცვის ევროპულ ინიციატივაში "ცის ფარი", რომელშიც 21 ქვეყანა მონაწილეობს.
უკრაინაში გერმანულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკვე 250-ზე მეტი რუსული რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს, და მრავალი სიცოცხლე გადაარჩინეს.
ოთხი IRIS-T სისტემა - ორი საშუალო მანძილისა და ორი ახლო მანძილის - უკრაინაში წლის ბოლომდე გაიგზავნება, დანარჩენები კი მომავალ წელს.
ეს დახმარება იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა არ წყდება", - განაცხადა შოლცმა.