ჯორჯიის შტატში, სკოლაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

04.09.24 21:59
ჯორჯიის შტატში, სკოლაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

„სიენენის“ ინფორმაციით, ჯორჯიის შტატში, სკოლაში სროლა იყო, რომელსაც  4 ადამიანი ემსხვერპლა.

ამ დროის მონაცემებით, დაჭრილია 30-მდე ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით,  ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, თუმცა, მისი ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

მსგავსი სიახლეები