დმიტრო კულებას მისი პირველი მოადგილე ანდრეი სიბიგა შეცვლის

04.09.24 23:25
დმიტრო კულებას მისი პირველი მოადგილე ანდრეი სიბიგა შეცვლის

უკრაინის მმართველი პარტიის “ხალხის მსახურის” ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დმიტრო კულებას პირველი მოადგილე, ანდრეი სიბიგა დაიკავებს.

იუსტიციის მინისტრის თანამდებობას კი, ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა.

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი, ირინი ვერეშჩუკი პრეზიდენტის ოფისში გადავა, სადაც სოციალური პოლიტიკის კუთხით იმუშავებს, ხოლო თავად სამინისტრო, როგორც ცალკე ორგანო, გაუქმდება, ხოლო მისი ფუნქციონალი უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების სამინისტროში გადავა.

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას მატვეი ბედნი დაიკავებს, ხოლო კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი თანამდებობას - ნიკოლაი ტოჩიცკი.