აშშ-მა რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი დაასანქცირა

04.09.24 23:28
აშშ-მა რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი დაასანქცირა

შეერთებულმა შტატებმა რუსული პროპაგანდისტული მედიები, Russia Today და მასთან ერთად, გამოცემის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი დაასანქცირა.  მიზეზი "მოსკოვის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაა". 

სულ აშშ-ის მიერ სულ სანქცირებულია 10 ფიზიკური პირი და ორი ორგანიზაცია. 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბრალი წაუყენა RT-ის ორ თანამშრომელს, რომლებმაც პრორუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შემცველი ვიდეოების გავრცელებაში 10 მილიონი დოლარი დახარჯეს. 

გადაწყვეტილებას სიმონიანი Telegram-ზე გამოეხმაურა და დაწერა: "გაიღვიძეს".

მსგავსი სიახლეები