ნოვოროსიისკზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

05.09.24 10:28
ნოვოროსიისკზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ნოვოროსიისკის მახლობლად უკრაინის ორი უეკიპაჟო კატარი გაანადგურეს - ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმა ხუთშაბათს ღამით მოიგერიეს.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ბელგოროდის ოლქში ერთი რაკეტა და ორი დრონი, კურსკის რეგიონში სამი უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო ბრაიანსკის ოლქში ორი დრონი ჩამოაგდეს.