ოკუპანტები "შაჰიდის" ტიპის დრონებით უკრაინის რეგიონებს ესხმის თავს - რამდენიმე ოლქში საჰაერო თავდაცვა მოქმედებს

რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე იერიში მიიტანეს - როგორც ოფიციალური კიევი იტყობინება, "შაჰიდის" ტიპის დრონები ამ წუთებში ჰაერშია კიევის, სუმის, ჩერნიგოვის, პოლტავას და კიროვოგრადის რეგიონებში.
კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს და ტელეგრამ არხზე წერს, რომ ქალაქში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები რუსეთის შეტევის მოსაგერიებლად და გასანეიტრალებლად მუშაობს.
ქალაქში საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ. დარჩით თავშესაფრებში!" - დაწერა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ "ტელეგრამზე".
ამასთან, საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება ბოლო საათში ისმოდა: ხერსონის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რაიონებშიც.