პოლტავაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა

05.09.24 10:53
პოლტავაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა

რუსეთის მიერ პოლტავას საგანმანათლებლო დაწესებულებაზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შედეგად, 297 ადამიანი დაშავდა.

 

სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება უსაფრთხოების კომპონენტის გათვალისწინებით. დიდი ალბათობით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ ხუთამდე ადამიანი იყოს", - აცხადებს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ცნობისთვის, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 3 სექტმებერს ბალისტიკური რაკეტით დარტყმა კავშირგაბმულობის სამხედრო ინსტიტუტისა და საავადმყოფოს შენობებზე განხორციელდა. დარტყმის დროს ინსტიტუტში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. პოლტავას რეგიონში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.