უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას გადადგომის განცხადებას მხარი დაუჭირა

05.09.24 13:28
უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას გადადგომის განცხადებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან დმიტრო კულებას გადადგომის განცხადებას მხარი დაუჭირა

გამოცემა BBC-ის ცნობით, კულებას გადადგომაზე კენჭისყრა დღეს გაიმართა.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და წერილის ფოტო გამოაქვეყნა. 

გადადგომაზე განცხადებები დაწერეს უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრებმაც.

მსგავსი სიახლეები