რუსი სამხედროები ტყვედ მხოლოდ იმიტომ აგვყავს, რომ ჩვენს სამხედროებზე გავცვალოთ - ზელენსკი

05.09.24 16:26
რუსი სამხედროები ტყვედ მხოლოდ იმიტომ აგვყავს, რომ ჩვენს სამხედროებზე გავცვალოთ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ერთ ტერიტორიას მეორეზე არ გაცვლის.

როგორც მან NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, მათ რუსეთის ტერიტორია არ სჭირდებათ.

ჩვენ არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია. მე ამას ყოველთვის ვამბობდი. ჩვენი ოპერაციები მიმართულია იმისკენ, რომ აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ არ გვჭირდება მათი ხალხი, მათი მოქალაქეები. მათი სამხედროები ტყვედ მხოლოდ იმიტომ აგვყავს, რომ ისინი ჩვენს სამხედროებზე გავცვალოთ. ასეთივე დამოკიდებულება ტერიტორიების მიმართ გვაქვს. ჩვენ არ გვჭირდება მათი მიწა. არ გვინდა იქ ჩვენი უკრაინული ცხოვრება დავნერგოთ. მესმის, რა არის საერთაშორისო სამართალი და რა არის ამა თუ იმ სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინა დაკავებულ რუსეთის ტერიტორიას იმდენ ხანს შეინარჩუნებს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.

მისი განცხადებით, კურსკის ოპერაცია არის უკრაინის გამარჯვების დიდი გეგმის ნაწილი, რომელსაც ის აშშ-ის პრეზიდენტს გაუზიარებს.