ცნობილია, რამდენ მილიონს შეადგენს რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეწყვეტილი დახმარება

05.09.24 16:33
ცნობილია, რამდენ მილიონს შეადგენს რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეწყვეტილი დახმარება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა მინისტრმა, ვლადიმირ დელბამ, რუსეთის მიერ შეწყვეტილი დაფინანსების ოდენობა დაასახელა. მისი თქმით, თანხა თვეში 141 მილიონ რუბლს (1.6 მილიონ დოლარს) შეადგენს.

ინფორმაციას რუსული მედია აფხაზურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს

მედიის ცნობით, აფხაზეთში ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტის, ძალოვან და სხვა "სახელმწიფო" სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანებისთვის სექტემბრის თვეში რუსეთი შრომით ანაზღაურებას არ გასცემს. 

იმის გამო, რომ აფხაზურმა მხარემ არ შეასრულა პროგრამის პირობები, რუსულმა მხარემ დროებით შეზღუდა ფინანსური დახმარების გაცემა 141 მილიონი რუბლის ოდენობით. ეს თანხა დაფინანსების წლიური ოდენობის 1/12-ია" -თქვა დელბამ.

ცნობისთვის, 3 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ რუსეთმა 1-ელი სექტემბრიდან "აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა და გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა".