ბრიტანეთი უკრაინას 650 მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტას მიაწვდის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 650 მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტას (LMM) მიაწვდის. LMM ტიპის რაკეტების პირველი პარტია მოსალოდნელია რომ უკრაინაში ჩავა მიმდინარე წლის ბოლომდე.
როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ეს დახმარება უკრაინისადმი ახალი მთავრობის ვალდებულების ნაწილია.
საჰაერო თავდაცვის დახმარების პაკეტს თავდაცვის მდივანი ჯონ ჰილი გამოაცხადებს "რამშტაინის" შეხვედრაზე.