უკრაინამ კურსკში ბევრს მიაღწია, მაგრამ ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება სიტუაცია შემდგომში - სტოლტენბერგი

06.09.24 10:27
უკრაინამ კურსკში ბევრს მიაღწია,  მაგრამ ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება სიტუაცია შემდგომში - სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურ მდივანს უჭირს იმის პროგნოზირება, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები რუსული კურსკის აღების შემდეგ. იენ სტოლტენბერგი ფიქრობს, რომ მოულოდნელად წამოწყებული კონტრიერიშის შედეგად უკრაინამ უკვე ბევრს მიაღწია, თუმცა ახლა დაფიქრებაა საჭირო.

სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ზელენსკის არმია კარგად უნდა დაფიქრდეს, თუ რა ტიპის ომის წამოწყებაა მიზანშეწონილი მოცემულ ვითარებაში.


უკრაინამ „ბევრს“ მიაღწია კურსკის რეგიონში ოპერაციის დროს, მაგრამ ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება სიტუაცია შემდგომში, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოსლოში გამართულ კონფერენციაზე. 

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსის ქვეყნებისთვის უშუალო სამხედრო საფრთხეს ვერ ხედავს. თუმცა,  აღნიშნა, რომ არსებობს ტერორიზმის, კიბერშეტევებისა და დივერსიების მუდმივი საფრთხე, წერს Reuters.

მსგავსი სიახლეები