ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავა
ვოლოდიმირ ზელენსკის გერამანიაში ელოდებიან. უკრაინის პრეზიდენტს ოლაფ შოლცი უმასპინძლებს. ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ფრანკფურტში შეხვდება. სწორედ ფრანკფურტთან ახლოს მდებარეობს ამერიკული სამხედრო ბაზა „რამშტაინი“, სადაც არსებული ინფორმაციით, უკრაინის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. არსებობს მოლოდინი, რომ ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით უკრაინის პრეზიდენტიც გამოვა და პარტნიორებისგან უკრაინისთვის ახალი იარაღისს მიწოდებას მოითხოვს.