ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დასაწყებად ერევანში ჩადის

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, მარგარიტის სხინასი 9 სექტემბერს ერევანში ჩავა - ვიზიტის მიზანია, რომ ევროკავშირსა და სომხეთს შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგი დაიწყოს.
ევროკომისიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სხინასი ერევანში სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს, პრემიერმინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, სომხეთის ვიცეპრემიერს მჰერ გრიგორიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდება.