კენიაში, სკოლა-ინტერნატში გაჩენილ ხანძარს 17 ბიჭი ემსხვერპლა
კენიაში, სკოლა-ინტერნატში გაჩენილ ხანძარს 17 ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 14 დაშავდა. დაღუპულები 9-დან 13-წლამდე ასაკის იყვნენ.
ხანძარი დილის საათებში გაჩნდა, როდესაც მოსწავლეებს ეძინათ. ჯამში, სკოლაში 156 მოსწავლე ცხოვრობს.
პოლიციის ინფორმაციით, მძიმე დამწვრობების გამო, დაღუპულთა ამოცნობა დამატებითი ექსპერტიზის გარეშე შეუძლებელია.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.