გერმანია უკრაინას 150 მილიონი ევროს ღირებულების 12 თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემს

06.09.24 18:56
გერმანია უკრაინას 150 მილიონი ევროს ღირებულების 12 თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემს

გერმანია უკრაინას 150 მილიონი ევროს ღირებულების კიდევ 12 PzH 2000 ტიპის თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემს. ამის შესახებ რამშტეინის ამერიკულ საჰაერო ბაზაზე ყოფნისას გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

პისტორიუსის თქმით, უკრაინას წელს პირველი ექვსი თანამედროვე საარტილერიო დანადგარი გადაეცემა, რომელთა სროლის დიაპაზონი 30 კილომეტრზე მეტია, ხოლო კიდევ ექვსი მომავალ წელს.

გარდა ამისა, გერმანია უკრაინისთვის 77 Leopard 1a5 ტიპის ტანკის გადაცემას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები