აშშ უკრაინას 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 65-ე სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

06.09.24 19:35
აშშ უკრაინას 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 65-ე სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი, "რამშტაინის" შეხვედრის პარალელურად, აცხადებს, რომ უკრაინას  250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 65-ე სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.

პაკეტში შემავალი შეიარაღება უკრაინას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან გადაეცემა და მასში შევა: საჰაერო თავდაცვის რაკეტები, საბრძოლო მასალა სარაკეტო სისტემებისთვისა და არტილერიისთვის, ჯავშანმანქანები და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება.

კერძოდ, პენტაგონის სამხედრო დახმარება ითვალისწინებს: RIM-7 საჰაერო თავდაცვის რაკეტებს;  რაკეტებს Stinger-ებისთვის;  საბრძოლო მასალას HIMARS სისტემებისთვის;  155 მმ და 150 მმ საარტილერიო ჭურვებს;  Javelin და AT-4 ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებს; Bradley, MRAP და M113 ჯავშანმანქანებს;  საპატრულო ნავებსა და ა.შ.