ნიდერლანდები უკრაინას 80 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
ნიდერლანდები უკრაინას 80 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს - ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა გერმანიაში მიმდინარე "რამშტაინის" ფორმატის შეხვედრაზე გააკეთა.
თავდაცვის მინისტრის ცნობით, დახმარების პაკეტი, ძირითადად, F-16 ავიაგამანადგურებლებს მოიცავს.
ამასთან, ოფიციალური კიევი შეიარაღების შესაკეთებლად სათადარიგო ნაწილებს, მასალებს, გენერატორებს, მცირე ზომის მანქანებს და სხვადასხვა საჭირო ხელსაწყოებს მიიღებს.