პოლონეთს აქვს უფლება, ჩამოაგდოს რუსული რაკეტები უკრაინის თავზე, თუ ისინი დაემუქრებიან ატომურ სადგურებს - სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსული რაკეტები ატომურ ელექტროსადგურებს საფრთხეს შეუქმნიან, პოლონეთს უკრაინის საჰაერო სივრცეში მათი ჩამოგდების უფლება აქვს.
პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეს მისი პირადი მოსაზრებაა და კონკრეტული სახის ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ჩერნობილის ატომური ავარია მოხდა უკრაინაში. წარმოიდგინეთ, რომ ერთ-ერთი რუსული უპილოტო თვითმფრინავი ან რაკეტა გადის კურსიდან და არ მიფრინავს პოლონეთში ან რუმინეთში, როგორც ეს უკვე მოხდა, მაგრამ მოხვდება უკრაინის ერთ-ერთ ატომურ ელექტროსადგურს. მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას თავისი ატომური ელექტროსადგურები ასეთი მაწანწალა რუსული რაკეტებისგან“, - განაცხადა მინისტრმა.