უკრაინის ნორმალურად აღდგენის პირობა გაყინული კონფლიქტის გარეშე ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობაა - ზელენსკი

უკრაინის ნორმალურად აღდგენის პირობა გაყინული კონფლიქტის გარეშე უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიაში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე - “ამბროზეტი” განაცხადა.
"რას გვაძლევს ეს? ეს შეუძლებელს ხდის რუსეთის ან ვინმეს აგრესიის დაბრუნებას”, - განაცხადა ზელენსკიმ.
იტალიაში ვიზიტისს ფარგლებში ზელენსკის დაგეგმილი აქვს შეხვედრა ქვეყნის პრემიერ მინისტრთან, ჯორჯია მელონისთანაც.