ტრამპის განაჩენის გამოცხადება გადაიდო

07.09.24 10:37
ტრამპის განაჩენის გამოცხადება გადაიდო

დონალდ ტრამპის განაჩენის გამოცხადება გადაიდო. ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი, მოსამართლის საბოლოო ვერდიქტს, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ მოისმენს. მანჰეტენის მოსამართლემ, ხუან მერჩანმა საკუთარი გადაწყვეტილებაც განმარტა და თქვა, რომ მას არ სურს ვინმემ იფიქროს, რომ თითქოს ცდილობენ გავლენის მოხდენას საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელშიც განსასჯელი კანდიდატია. 

ტრამპი დამნაშავედ მონაცემების გაყალბების 34 შემთხვევაშია ცნობილი. ამ ისედაც ხმაურიან და უპრეცედენტო ამბავს კი კიდევ უფრო სკანდალურს ხდის ერთი დეტალი. გამოძიების ინფორმაციით, ტრამპმა სიჩუმის სანაცვლოდ ერთ-ერთ პორნო ვარსკვლავს დიდი ოდენობით თანხა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები