გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსი ოკუპანტების დანაკარგმა 1270 ადამიანი შეადგინა - უკრაინის შეიარაღებული ძალები

07.09.24 11:39
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსი ოკუპანტების დანაკარგმა 1270 ადამიანი შეადგინა - უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის იტყობინება, რომ უკრაინაში დღე-ღამის განმავლობაში რუსი ოკუპანტების დანაკარგმა 1270 ადამიანი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ლიკვიდირებული რუსი ოკუპანტების საერთო რაოდენობა 623 990-ს შეადგენს.

დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ერთი ტანკის, 29 საარტილერიო სისტემის, ერთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემისა და 52 დრონის განადგურება.

ამ დროისთვის უკრაინის ტერიტორიაზე განადგურებულია მოწინააღმდეგის 8632 ტანკი, 16 878 - საბრძოლო ჯავშანმანქანა, 17 774 - საარტილერიო სისტემა, 1 178 - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 942 - ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, 368 - თვითმფრინავი, 14 784 - უპილოტო საფრენი აპარატი, 2 588 - ფრთოსანი რაკეტა, 28 - გემი, 24 171 - საავტომობილო საშუალება და 3 037 - სპეციალური ტექნიკა"- ამბობენ შეიარაღებულ ძალებში