რუსეთში ვორონეჟის ოლქში აფეთქებებია - იწვის საბრძოლო მასალის საწყობი
რუსეთში ვორონეჟის ოლქში აფეთქებებია - იწვის საბრძოლო მასალის საწყობი. ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი ალექსანდ გუსევი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ღამით ოსტროგოჟსკის რაიონში დრონი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა, რომელიც ფეთქებადსაშიშ ობიექტებზე გავრცელდა, მოგვიანებით კი აფეთქებებიც დაიწყო.
ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევა ოსტროგოჟსკის რაიონში, სოფელ სოლდაცკოეში მოხდა და ასდგილზე საბრძოლო მასალის საწყობი იწყვის.