ოკუპანტებმა საარტილერიო იერიში კონსტანტინოვკაზე მიიტანეს - დაღუპულია სამი ადამიანი

07.09.24 14:03
ოკუპანტებმა საარტილერიო იერიში კონსტანტინოვკაზე მიიტანეს - დაღუპულია სამი ადამიანი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა საარტილერიო იერიში ქალაქ კონსტანტინოვკაზე მიიტანეს - თავდასხმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, სამი კი დაშავდა. 

დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის ცნობით, გარდაცვლილთაგან ყველაზე პატარა 24 წლის ბიჭია. 

მისივე ცნობით, იერიშის შედეგად განადგურებულია ელექტროგადამცემების სამი ხაზი, აფთიაქი, 6 ავტომობილი, მაღაზია, ადმინისტრაციული შენობა და მრავალსართულიანი სახლი.

რუსებმა საარტილერიო იერიში მიიტანეს ქალაქზე, მოკლეს სამი მამაკაცი. სამმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მათ გაეწიათ საჭირო სამედიცინო დახმარება.. არ დააყენოთ თავი საფრთხის ქვეშ, მოახდინეთ დროული ევაკუაცია“,- განაცხადა ვადიმ ფილაშკინმა.

მსგავსი სიახლეები