როდის განიხილავს უკრაინა აშშ-სთან რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების ნებართვას - რას ამბობს ზელენსკი

07.09.24 19:30
როდის განიხილავს უკრაინა აშშ-სთან რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების ნებართვას - რას ამბობს ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერებთან რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმების ნებართვის მისაღებად მუშაობს და იმედოვნებს, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგებს სექტემბერში, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე შეაჯამებს.

„თუ ქვეყანაში არსებული სიტუაცია სექტემბერში გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრების საშუალებას მომცემს, ჩვენ შევაჯამებთ ყველა ამ შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. შედეგის ძალიან დიდი იმედი მაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლელ პარტნიორებს შორის „ჯერ არ არის კონსენსუსი“ რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

 

მსგავსი სიახლეები