რუსეთმა სუმის ოლქი დაბომბა - არის მსხვერპლი
რუსმა აგრესორებმა სუმის ოლქი დაბომბეს - დაიღუპა ორი ადამიანი, ოთხი დაშავდა, მათ შორიან ბავშვები.
სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანდა კერძო სახლები და მანქანები.
მანამდე, 20 აგვისტოს მონაცემებით, სუმის ოლქიდან დაახლოებით 21 000 მოსახლე, მათ შორის 5000 ბავშვია ევაკუირებული.
ხელისუფლება სუმის ოლქიდან სულ 45 000 მოსახლის ევაკუაციას გეგმავს.