პორტუგალიაში, ციხიდან 5 პატიმარი გაიქცა
ლისაბონის მახლობლად მდებარე ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა დილის 9 საათზე მოხდა.
პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს გაქცეულებს, რომელთა შორის ორი პორტუგალიელი, ორი რუმინელი და ერთი ბრიტანელია.
როგორც ირკვევა, პატიმრები დილით საკნებიდან ეზოში გამოვიდნენ და 6 მეტრის კედელზე გარედან მიყუდებული კიბით გადაძვრნენ.
გამოძიების ინფორმაციით, პატიმრებს გარედან სამი ადამიანი დაეხმარა, რომლებმაც კიბე გაამზადეს და პატიმრებს ციხესთან შავი მერსედესით დახვდნენ.