ოკუპანტებმა კიევს დრონებით შეუტიეს - უკრაინის არმიამ ყველა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

09.09.24 10:13
ოკუპანტებმა კიევს დრონებით შეუტიეს - უკრაინის არმიამ ყველა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს აგრძელებს. ოკუპანტებმა კიევს დრონებით შეუტიეს. უკრაინის არმიამ ყველა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რუსებმა კიევის მიმართულებით დრონები კურსკის ოლქიდან რამდენიმე ტალღად გაუშვეს. საჰაერო თავდასხმების მაუწყებელი განგაში უკრაინის დედაქალაქში საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

წინასწარი მონაცემებით, ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა.