ირანელმა დეპუტატმა აღიარა, რომ თეირანმა მოსკოვს უკრაინის დასაბომბად ბალისტიკური რაკეტები გადასცა

09.09.24 10:22
ირანელმა დეპუტატმა აღიარა, რომ თეირანმა მოსკოვს უკრაინის დასაბომბად ბალისტიკური რაკეტები გადასცა

ირანელმა დეპუტატმა აღიარა, რომ თეირანმა მოსკოვს ბალისტიკური რაკეტები უკრაინის დასაბობმად მიაწოდა. ირანულ მედიასთან ინტერვიუში კანონმდებელმა ახსნა, რატომ აწვდის ირანი რუსეთს შეიარაღებას. თუ პარლამენტის წევრს დავუჯერებთ, თეირანი იძულებულია, რუსეტთან ბარტერული გაცვლები აწარმოოს,  რადგან ირანს  სოიო და ხორბალი სჭირდება, ამიტომ მოსკოვში იგზავნება რაკეტებიც და უპილოტო საფრენი აპარატებიც.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  მედიაში გავრცელებული ცნობების გამო შეშფოთება გამოხატა. "თუ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება, ამას უკრაინა-ირანის ურთიერთობებზე "დამანგრეველი შედეგები"  ექნება,"- ამბობენ უკრაინის საგარეოში.