თელ-ავივში ასიათასობით ადამიანი ქუჩაში გავიდა

თელ-ავივში ასიათასობით ადამიანი ქუჩაში გავიდა. მოქალაქები ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას და ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტასსს მოითხოვენ. საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ხუთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის არასრუწლოვანი, რომელიც პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა. სამართალდამცველებთან შეტაკებისას დაშავდა ორი მომიტინგე. ისინი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.