ლანდსბერგისი: რუსული დრონები ნატო-ს ტერიტორიაზე წევრი ქვეყნების უმოქმედობის გამო ჩამოვარდა

09.09.24 16:01
ლანდსბერგისი: რუსული დრონები ნატო-ს ტერიტორიაზე წევრი ქვეყნების უმოქმედობის გამო ჩამოვარდა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელ ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ X- ზე განცხადებას ავრცელებს. 

ლანდსბერგისის თქმით, რუსული დრონები ნატო-ს ტერიტორიაზე წევრი ქვეყნების უმოქმედობის გამო ჩამოვარდა. მისი თქმით, ლიეტუვა მხარს უჭერს მოკავშირეთა ძლიერ პასუხს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

"3 წლის წინ წარმოუდგენელი ინციდენტები ახლა განიხილება, როგორც რუტინა. არაფერი არ უნდა დაეშვას უკრაინის, ლატვიის ან სადმე ნატო-ს ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არის ახალი რეალობა, რომელიც ჩვენმა უმოქმედობამ წარმოშვა. ლიეტუვა, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს მოკავშირეთა ძლიერ პასუხს", - წერს ლანდსბერგისი.

7-8 სექტემბრის ღამეს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, რუმინეთმა განაცხადა, რომ დრონმა დაარღვია მისი საჰაერო სივრცე, ლატვიამ ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში ჩამოვარდნილი რუსული სამხედრო დრონი იპოვა და გამოძიებას აწარმოებს
 

მსგავსი სიახლეები